საქართველოში მსესხებლების 11,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება, 228 121 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 474 683 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, აპრილის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 828 ადამიანს აქვს, ჯამში 39 482 010 647 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 83.5% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, მარტის მდგომარეობით, ბანკებიდან 35 959 284 314 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 613 691 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 12 996-ია.
კიდევ 759 514 ადამიანს კი, ჯამში 3 073 807 348 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 15 545 ადამიანს უფიქსირდება.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 22 171 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 448 918 985 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 668 მსესხებელს უფიქსირდება.