2023 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე 498 028 275 ლარის ღირებულების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონებაა.
2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, კომერციული ბანკების რეიტინგი ასეთია:
- თიბისი ბანკი – 283 079 187 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 285 987 773 ლარი)
- საქართველოს ბანკი – 141 856 352 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 51 521 626 ლარი)
- ბაზის ბანკი – 23 901 715 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 24 256 941 ლარი)
- ტერა ბანკი - 22 400 169 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 22 400 169 ლარი)
- ვითიბი ბანკი ჯორჯია – 13 232 417 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 18 576 510 ლარი)
- ხალიკ ბანკი საქართველო – 10 064 254 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 11 691 707 ლარი)
- ლიბერთი ბანკი – 1 998 078 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 1 114 744 ლარი)
- პროკრედიტ ბანკი – 79 370 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 93 740 ლარი)
- იშ ბანკი საქართველო - 1 349 093 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - არ არის მითითებული)
- ზირაათ ბანკი საქართველო - 67 640 ლარი (2022 წლის მეორე კვარტალი - 124 640 ლარი).
2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, ქართუ ბანკს, სილქ ბანკს, პაშა ბანკს, კრედობანკს და პეისერას (პირველი ციფრული ბანკი) დასაკუთრებული ქონება არ აქვთ.
2023 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.