აშშ-ში ტრამპის გამოსახულებიანი 1-დოლარიანი მონეტა დამზადდება, ინფორმაციას ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორის, ტედ კრუსის, მრჩეველი სტივ გესტი სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. მისი თქმით, ტრამპი ამერიკის 250 წლის იუბილის სახედ სამუდამოდ დარჩება.

მონეტის წინა მხარეს გამოსახულია ტრამპის პროფილი, ზედა ნაწილში კი სიტყვა- Liberty. მის ქვეშ აღნიშნულია დევიზი In God We Trust, ხოლო ქვედა ნაწილში- 1776–2026 წლები, რაც აშშ-ის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს სიმბოლოა. 

მონეტის უკანა მხარეს გამოსახულია ტრამპი აწეული მუშტით, ამერიკის დროშის ფონზე. აქვე აღნიშნულია ნომინალი და სიტყვები Fight, Fight, Fight. ქვედა ნაწილში წერია United States of America და დევიზი E Pluribus Unum (ერთი მრავალიდან).

აშშ-ის ხაზინის მდივანმა ბრენდონ ბიჩმა დაადასტურა საიბულეო მონეტის მომზადება და განაცხადა, რომ დეტალები მთავრობის შათდაუნის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.