ეროვნულმა ბანკმა აპრილში Bmatch პლატფორმის საშუალებით სავალუტო ბაზრიდან $322.4 მილიონი შეისყიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზრის აპრილის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის 4 თვეში სებ-მა ჯამში 782.9 მილიონი დოლარი შეისყიდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 578 მილიონი დოლარი იყო.
Bmatch პლატფორმით განხორციელებული შესყიდვების შედეგად საქართველოს სავალუტო რეზერვები იზრდება, ეროვნული ბანკის მაისის მონაცემებით, ამჟამად საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა 5.13 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც 2023 წელს პროგნოზირებული მშპ-ის 18%-ია. რეზერვების ეს მოცულობა ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს.
ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა ჯერ კიდევ ჩამორჩება IMF-ის მეთოდოლოგიით რეკომენდებულ ზომას, რომლის მიხედვითაც კომპოზიტური ინდექსი მაჩვვენებლის 150%-მდე ზრდას გულისხმობს, 2022 წლის შედეგებით კი საქართველო 107 პროცენტზეა, მიტომ სებ-ი შესყიდვების პოლიტიკას გაგრძელებას კიდევ გეგმავს.