სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2%.

საქსტატის ინფორმაციით, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 11.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.88%-ით აისახა. ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ხილი და ყურძენი - 21.0%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული - 19.4%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 17.2%;
  • თევზეული - 16.9%;
  • ზეთი და ცხიმი - 13.9%;
  • პური და პურპროდუქტები - 12.4%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 10.4%;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 10.2%;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 8.1%;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 4.9%;

ჯანმრთელობის დაცვა 8.9%-ით გაძვირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.75%-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების - 9.3%, საავადმყოფოების მომსახურების - 9.2% და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის - 8.0% ქვეჯგუფებზე. 

ბოლო ერთ წელში გაძვირდა:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 11.7%;
  • ჯანმრთელობის დაცვა - 8.9%;
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 7.3%;
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 5.6%;
  • სხვადასხვა საქონელი და მომსახურება - 4.2%;
  • განათლება - 2.1%;
  • საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 0.4%;

ბოლო ერთ წელში გაიაფდა: 

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი - 0.7%;
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 2.2%;
  • ტრანსპორტი - 0.8%;
  • კავშირგაბმულობა - 4.2%;
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 2.1%;

ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე აღნიშნულია ინფლაციის მაჩვენებელი 2025 წლის სექტემბერთან შედარებით: