რამდენად წარმატებული აღმოჩნდა 2025 წელი „ბაზის ბანკის“ რა გეგმები აქვს ჰოლდინგს 2026 წლისთვის, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში კომპანიის ბრენდინგისა და სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა თამარ ხადურმა ისაუბრა.
როგორც თამარ ხადური განმარტავს, რომ 2025 წელს „ბაზის ბანკმა“ არაერთი გამოწვევის წარმატებით გადალახვა და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება შეძლო.
„2025 წელი „ბაზის ბანკის“ ჰოლდინგისთვის მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი იყო, რაც დამსახურებაა „ბაზის ბანკის“ გუნდის წევრების, ჩვენი მომხმარებლებისა და პარტნიორების, მათ შორის, რადიო „კომერსანტის“, რომელთანაც თანამშრომლობისა და მეგობრობის მრავალწლიანი ისტორია გვაკავშირებს.
„ბაზის ბანკი“ ორიენტირებულია ციფრულ მომსახურებაზე და 2025 წელს მომხმარებელს ახალი მობაილ ბანკი შევთავაზეთ, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და რა თქმა უნდა, მომავალშიც აქცენტს სწორედ ციფრული სერვისების განვითარებაზე გავაკეთებთ.
რაც შეეხება 2026 წელს, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები და დარწმუნებული ვარ, ჩვეული მონდომებითა და გამოცდილებით სასურველ შედეგებს აუცილებლად მივიღებთ“, - განაცხადა თამარ ხადურმა.