2024 წელს Setanta Sports-ის შემოსავალმა ₾41 მლნ შეადგინა. ქართული კომპანია რეგიონის წამყვან სპორტულ პლატფორმად ჩამოყალიბდა და საქართველოს გარდა, ევროპისა და აზიის 14 ქვეყანაში ოპერირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას FINSPOT-ი აქვეყნებს.
„საოპერაციო ფულადი ნაკადები კვლავ უარყოფითია. 2020-25 წლებში კომპანიის მფლობელმა საოპერაციო და საინვესტიციო ხარჯების დასაფინანსებლად კაპიტალში ₾107 მლნ შეიტანა.
თუმცა კორექტირებული EBITDA (ერთჯერადი და არაფულადი ხარჯების გამოკლებით) პოზიტიურია, რაც ადასტურებს, რომ ბიზნესის საბაზო ოპერაციები უკვე მომგებიანია.
ინვესტიციის თეზისი ახლა დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა Setanta მასშტაბური ინვესტიციების ეტაპის დასრულებას და მდგრადი თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირებას“, - წერია FINSPOT-ის ანგარიშში.
2024 წელს Setanta Sports-ის შემოსავალმა ₾41 მლნ შეადგინა
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების გამარჯვების მოლოდინი იზრდება - რა გავლენა ექნება შედეგებს საქართველოზე
აზერბაიჯანთან საზღვრის, დაახლოებით 15 მონაკვეთის, დემარკაციის პროცესის დაჩქარებას ვგეგმავთ - საკითხის ნაწილია გარეჯის მონასტერიც - ირაკლი კობახიძე
კარგია, რომ დროულად მივმართეთ პროკურატურას და მისასალმებელია, რომ ნანა ყეინიშვილმა მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება - თურნავა
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი