Sputnik-ის ინფორმაციით 2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთიდან ფულადი გზავნილის სახით, უცხოურ ქვეყნებში ₽13 მლრდ. გადაირიცხა.  ზრდა ₽1.8 მილიარდია.

როგორც პროპაგანდისტული მედია წერს, ყველაზე მეტი თანხა რუსეთში გადაირიცხა, ჯამში ₽9.4 მლრდ.

მეორე ადგილზეა უზბეკეთი. ქვეყანაში ჯამში ₽1.7 მლრდ. გადაირიცხა. ასევე,  ₽1.5 მლრდ. თურქეთშია გადარიცხული. 500 000 რუბლი კი, გადაირიცხა ტაჯიკეთში.