ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბოლო 10 წელში საქართველოს მოსახლეობამ საზღვარგარეთ მოგზაურობაში 4 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა.

რეკორდულად ბევრი - 657 მლნ დოლარი 2019 წელს დაიხარჯა.

2024 წელს დახარჯული 486 მლნ დოლარიდან 227 მლნ დოლარი საქმიან ვიზიტებზე, ხოლო 259 მლნ დოლარი პირადი მიზნებით მოგზაურობაზე დაიხარჯა.