ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, სებ-ი აპრილის ინფლაციის მაჩვენებელს დააკვირდება და 10 მაისს გამართულ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მიიღებს.
„10 მაისს, გვექნება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ, არის უკვე დრო, რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა, თუ არა.
რა თქმა უნდა, ვაკვირდებით ტენდენციებს და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რა ხდება ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციის კუთხით. მთლიან ინფლაციას მკვეთრი შემცირების ტენდენცია აქვს, მაგრამ ეს ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის ხარჯზე ხდება. ჩვენ უნდა დავინახოთ ადგილობრივი პროდუქციის შემცირების ტრენდიც, იმისთვის რომ დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.
მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 10 მაისს არის ჩანიშნული.