18 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.32 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5197 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.44 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7651 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.07%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5175 იყო.