20 აპრილის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.30 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5140 ლარი გახდა.

 


სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.45 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7581 ლარი გახდა.

 


Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.02%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5175 იყო.