5 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4834 ლარი გახდა.
სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.11 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7377 ლარი გახდა.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში კი ლარით და რეგიონალური ვალუტებით ვაჭრობა დღის განმავლობაში მცირედი ცვლილებებით გამოირჩეოდა. ქართული ლარის კურსი Bloomberg-ზე კი დილიდან 0.04%-ით გამყარდა და 17:00 საათისთვის 1 დოლარი 2.4850 იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან თურქული ლირით ვაჭრობა 0.05%-ით გამყარდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 19.4695-ის ნიშნულზე იყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან დრამი 0.04%-ით გაუფასურდა, 17:00 საათისთვის 1 დოლარი 385.9100-ის ნიშნულზე იყო.