NDI კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე მოქალაქე (48%) საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს. 42%-ის შეფასებით საშუალო და მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არის „კარგი“.

ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებად კი ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე სახელდება.

მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.

უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე (35%) ან ნაკლები (34%) ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ.

თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს