შესაძლებლობა თუ იქნება, ვიმედოვნებთ, ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობაც შედგება ვაზიანის აეროპორტის პროექტზე, - ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა ჭოი ციენმა პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. მისი თქმით, რაც მეტ სფეროში მოხდება თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის, მით მეტი სარგებელი იქნება ორივე ქვეყნისთვის.
კითხვაზე, ექნება თუ არა ჩინურ მხარეს ვაზიანში ახალი აეროპორტის პროექტის მიმართ ინტერესი, ჭოი ციენიმ აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, ჩინეთის ინდუსტრიალიზაცია ისეთ დონეზეა, რომ ბევრ ქვეყანას აქვს ინტერესი მასთან თანამშრომლობის. როგორც აღვნიშნე საქართველოს ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ მრავალი ჩინური კომპანიის ყურადღებაც მიიპყრო. შესაძლებლობა თუ იქნება, ვიმედოვნებთ, ორ მხარეს შორის ახალი თანამშრომლობაც შედგება ამ პროექტზე. იმედი გვაქვს, შედგება“.