გლობალური მონაცემთა ბაზა Numbeo, რომელიც მსოფლიოში სამომხმარებლო ფასებს სწავლობს, მსოფლიოში 107 ქვეყანაში 1 კილოგრამი ვაშლის საშუალო ფასის რეიტინგი გამოაქვეყნა.
Numbeo-ს მიხედვით ვაშლი მსოფლიოში ყველაზე იაფი უკრაინაშია და ის 0.52$ ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი - სამხრეთ კორეაშია და 6.35$ ღირს.
საქართველო ამ რეიტინგში 86-ე ადგილზეა და საშუალოდ 1 კილო ვაშლის ფასი 1.37 დოლარია. საქართველოზე იაფია ვაშლი სომხეთსა და თურქეთში, ხოლო უფრო ძვირია აზერბაიჯანსა და რუსეთში.
- სომხეთი რეიტინგში 89 ადგილზეა, სადაც ვაშლის ფასი 1.25 დოლარია;
- თურქეთი - 105 -ზე, - 0.79 დოლარი;
- რუსეთი - 81-ზე, - 1.41 დოლარი;
- აზერბაიჯანი - 99-ზე, - 1 დოლარი.
Numbeo-ს მიხედვით, ქვეყნების ათეული, სადაც ვაშლი ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:
- სამხრეთ კორეა - 6,35 დოლარი;
- 2. პუერტო-რიკო - 5,96 დოლარი;
- იაპონია - 5,38 დოლარი;
- შეერთებული შტატები - $4.84 დოლარი;
- იამაიკა - 4,83 დოლარი;
- ჰონკონგი (ჩინეთი) - 4,48 დოლარი;
- ვენესუელა - 4,41 დოლარი;
- ტრინიდადი და ტობაგო - 4,26 დოლარი;
- კოსტა-რიკა - 4,17 დოლარი;
ტაივანი (ჩინეთი) 4,15 დოლარი.
Numbeo-ს რეიტინგით ქვეყნების ათეული, სადაც ვაშლი ყველაზე იაფია ასე გამოიყურება:
- აზერბაიჯანი - 1,00 დოლარი;
- ეგვიპტე - 0.99 დოლარი;
- სერბეთი - 0.98 დოლარი;
- ერაყი - 0,95 დოლარი;
- პოლონეთი - 0.88 დოლარი;
- პაკისტანი - 0,80 დოლარი;
- თურქეთი - 0.79 დოლარი;
- ჩრდილოეთ მაკედონია - 0.77 დოლარი;
- მოლდოვა - 0,72 დოლარი;
- უკრაინა - 0,52 დოლარი.