საქართველოში უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების რეგულირების ჩარჩო შეიქმნება. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმაში წერია, რომელიც პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვისაა გათვალისწინებული.
როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, ცვლილებები „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში შევა.
დოკუმენტში განმარტებულია, რომ საფინანსო სექტორის განვითარებისა და ბაზარზე მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაჩენისათვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების განვითარება. სწორედ ამ მიმართულებით, პროექტი ითვალისწინებს ასეთი ტიპის ფონდების რეგულირების ჩარჩოს შექმნას.
განკარგულებაში მითითებულია, რომ კანონპროექტის მიღება ბიუჯეტს ხარჯს არ უზრდის, ანუ, არ იწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას.