ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, თურქეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი 48 ტონა სათესლე კარტოფილი იქნა შეჩერებული – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს გამოვლინდა, საქართველოს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. კერძოდ, სათესლე კარტოფილის პარტიებს არ გააჩნდა ჯიშების იდენტიფიცირებისათვის საჭირო შესაბამისი ეტიკეტები, ტუბერებზე აღენიშნებოდა ობისა და ლპობის ნიშნები და ასევე, დასაშვებზე მეტი რაოდენობის ნიადაგი.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი დაექვემდებარა განადგურებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.