ნავთობპორდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, შესაძლოა, OPEC-ის წევრმა შვიდმა უმსხვილესმა ქვეყანამ ნავთობის მოპოვება გააორმაგოს.
როგორც ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, თუკი ეს ასე მოხდა, მაშინ საქართველოშიც საწვავის ფასები შემცირებას დაიწყებს.
„მოხარული ვარ იმით, რომ ოპეკის წევრმა შვიდმა უზარმაზარმა სანავთობო ქვეყანამ გამოაცხადა, რომ სადღაც 1 თვეში დაიწყებს გაორმაგებულ მოპოვებას ნავთობის, უფრო კონკრეტულად, შევსებას იმ დანაკლისებისა, რაც კი არსებობს მსოფლიოს სანავთობო კომპლექსებში. შესაბამისად, შეივსება დეფიციტი, დეფიციტის შევსება კი მოგვცემს უახლოეს მომავალში ფასების კლებასაც.
მოგეხსენებათ, პლაცის პოლიტიკა ყველგან მოქმედებს და მის გარეშე ვერცერთი ქვეყანა ვერ მოგცემს ნავთობს. დიახ, ჩვენ მივეჩვიეთ, რომ არითმიები სანავთობო ბაზარზე ბევრია, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ არასოდეს არ შეგვექმნება საწვავის დეფიციტი“. - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში.