ეროვნული ბანკი 2023 წელს უმუშევრობის დონის 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირებასაც პროგნოზირებს, ხოლო 2024 და 2025 წლებში საბაზისო სცენარით უმუშევრობის მაჩვენებლის უცვლელად შენარჩუნებას მოელის.
სებ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო გარემოს გაუმჯობესების შემთხვევაში, წელს უმუშევრობა 0.8%-ით შემცირდება, ხოლო პესიმისტური სცენარის მიხედვით 0.7%-ით გაიზრდება.
რაც შეხება მომდევნო წლების პესიმისტურ და ოპტიმისტურ სცენარებს, სებ-ი პროგნოზირებს, რომ ვითარების გაუმჯობესების შემთხვევაში 2024 წელს უმუშევრობა 0.5%-ით შემცირდება და 2025 წელს შენარჩუნდება, ხოლო გაუარესების შემთხვევაში მომავალ წელს 0.5%-ით გაიზრდება, ხოლო 2025 წელს გაზრდილი მაჩვენებელი შენარჩუნდება.
ცნობისთვის, უმუშევრობის დონე ქვეყანაში 18%-ზეა.