მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოში 534 ტონა ყვავილი შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, მთლიანმა ღირებულებამ 1 277 390 აშშ დოლარი შეადგინა. პირველ ადგილზე ნიდერლანდებია, ამ ქვეყნიდან პირველ კვარტალში საქართველოში 366 800 აშშ დოლარის ყვავილები შემოვიდა. მეორე ადგილზეა სომხეთი საიდანაც 291 330 აშშ დოლარის მოჭრილი ყვავილების და კოკრების იმპორტი განხორციელდა. მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 228 000 აშშ დოლარით. ხუთეულში ასევე არიან ეკვადორი 189 710 აშშ დოლარი და კენია 126 330 აშშ დოლარი. მცირე ღირებულების ყვავილებია შემოტანილი ასევე აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ეთიოპიიდან, ინდოეთიდან, საფრანგეთიდან გერმანიიდან და რუსეთიდან.
მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ნიდერლანდებიდან შემოტანილი ყვავილები ძვირადღირებული იყო, რადგან რაოდენობრივად ამ ქვეყნიდან მხოლოდ 23 ტონაა შემოსული და რაოდენობის მიხედვით ნიდერლანდები მე-5 ადგილზეა. თანხობრივად მესამე ადგილზე მყოფი თურქეთი კი პირველ ადგილზე 274 ტონა ყვავილით.