საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საბაზისო სცენარით, 2023 წელს გაცვლილი კურსი უცვლელი დარჩება, რეფინანსირების განაკვეთი კი 1%-ით შემცირდება.

რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 3%-ით გამყარდება, პესიმისტური სცენარით კი 20%-ით გაუფასურდება.

ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის როგორც ეფექტური, ისე აშშ დოლარის მიმართ, მნიშვნელოვანი ცვლილებები საშუალოვადიან პერიოდში არ შეინიშნება“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.

ეროვნული ბანკი გეგმავს გააგრძელოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რომელიც ახლა 10.5%-ზეა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი პესიმისტური სცენარით 0.5%-ით, ოპტიმისტური სცენარით კი 1.5%-ით შემცირდება.

„მიმდინარე წელს, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რეჟიმიდან შედარებით ნელი ტემპით განაგრძობს გამოსვლას. ხანგრძლივად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შედეგად საშუალოვადიან პერიოდში დაკრედიტების ზრდის ტემპის შენელებისა და მიგრაციული ნაკადების მილევის ფონზე, ინფლაცია მიზნობრივ დონესთან ახლოს იქნება, ხოლო პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ დონეს - მიმდინარე შეფასებით 7 პროცენტს - მცირე ბიჯებით დაუახლოვდება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.