10 თვის მოსალოდნელზე მაღალი ფაქტიური ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, 2024 წლის ეკონომიკური ზრდა 9.7%-ის დონეზეა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ინფორმაციას, Galt&Taggart ყოველკვირეულ მიმოხილვაში აქვეყნებს.
ინფორმაციისთვის, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში რეალური მშპ-ის ზრდა 11.0%-მდე დაჩქარდა, წინა თვეში დაფიქსირებული 8.3%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.0%-ით გაიზარდა.
ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა ძირითადად განაპირობა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო, ინფორმაცია და კომუნიკაციის, ტრანსპორტის და ვაჭრობის დარგებმა.