2023 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 362.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.9 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 502.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 18.6 პროცენტით).
„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტში პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებს, რომლის რეექსპორტმაც 795 მილიონი დოლარი შეადგინა. მეორეზეა სპილენძის მადნები, მესამეზე კი ღვინო.
2023 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონელი:
1) მსუბუქი ავტომობილები - 795 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 316%
2) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 315 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -32%
3) ყურძნის ნატურალური ღვინოები - 103 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 29%
4) ფეროშენადნობები - 86 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან -69%
5) აზოტოვანი სასუქები - 85 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -44%
6) სპირტიანი სასმელები - 68 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 71%
7) მინერალური და მტკნარი წყლები - 52 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 26%
8) შაქრიანი და გაზიანი სასმელები - 45 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 96%
9) სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 41 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -4%
10) ოქრო - 38 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 9%.
2023 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: სომხეთი (360.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (336.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (281.3 მლნ. აშშ დოლარი).