2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ია.

საქსტატის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ თებერვალში 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.7%-ით არის გაზრდილი.

"2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ენერგეტიკა, სამთო-მოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამმუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში", - ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.