2023 წლის აპრილში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობამ საგრძნობლად იკლო და გაყიდული ბინების რაოდენობა მარტის მაჩვენებელს 25%-ით ჩამორჩა. თბილისში სულ 2,512 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 22%-ით ნაკლებია 2022 წლის აპრილთან შედარებით. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.

„ტრანზაქციების რაოდენობის შემცირების მიუხედავად საშუალო გასაყიდი ფასი სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა და $1,177-ს გაუტოლდა, რაც 32%-ით აჭარბებს წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს. გაყიდვების მნიშვნელოვანი კლების ფონზებაზრის ზომა წლიურად 23%-ით შემცირდა და $200 მილიონი შეადგინა.

საშუალო გასაქირავებელი ფასის 4.5%-ით ზრდა შენელდა, $12.8-ს გაუტოლდა და 1.6%- ით შემცირდა მარტთან შედარებით. წლიურმა ზრდამ კი 52% შეადგინა“, - აღნიშნულია საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევაში.

საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები თბილისში 11.4%-ს გაუტოლდა, რაც 1.5 პროცენტული პუნქტით (პპ) აღემატება 2022 წლის აპრილის მაჩვენებელს.

მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მნიშვნელოვნად შემცირდა გაყიდვები და შესაბამისად ბაზრის ზომა, 2023 წლის მაისის წინასწარი მონაცემები შედარებით დადებით ტენდენციაზე მიუთითებს და მსგავსი ვარდნა არაა მოსალოდნელი.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, თბილისში გაცემული ფართობი გაზრდილისამშენებლო წლიურად ნებართვების 76%-ით არის გაზრდილი.