4-5 ივლისს, საქართველომ საერთაშორისო ენერგეტიკულ გამოფენასა და ფორუმს უმასპინძილა, რომლის მთავარ თემას საქართველოს, როგორცგანახლებადი ენერგიის დერეფნის გადამწყვეტიროლის წარმოჩენა წარმოადგენდა. ღონისძიება  საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA), Invest in Network-ისა და Expo Georgia-ს ორგანიზებით, ექსპო ჯორჯიაში გაიმართა.

ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ ენერგეტიკულისექტორის წარმომადგენლები, განახლებადიენერგიის დეველოპერები,სამთავრობო სექტორი, ფინანსური ორგანიზაციები როგორცსაქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან. ფორუმის პარალელურად გაიმართა გამოფენა, სადაცწარმოდგენილი იყო სხვადასხვა საერთაშორისობრენდები, სექტორის უახლესი მიღწევები დაინოვაციები.

ორდღიანი ღონისძიების ძირითადი სესიები მოიცავდა დისკუსიებს ელექტროენერგიის მართვისსისტემებზე, განახლებადი ენერგიის წყაროებისმხარდაჭერის მექანიზმებზე, ელექტროენერგიისბაზრის ლიბერალიზაციასა და საქართველოს, როგორც მწვანე ენერგიის რეგიონული ჰაბის პერსპექტივებზე.  

საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი წარმოადგენს ერთგვარ მოქნილ პლატფორმას ყველა დაინტერესებული მხარისთვის, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ენერგეტიკის ორდღიანი ფორუმი ემსახურებოდა მიზანს, საქართველოს განახლებადი ენერგიისუზარმაზარი პოტენციალი  წარგვედგინა საერთაშორისო პარტნიორებისა დაინვესტორებისთვის, გამოცდილებისა და იმ სტრატეგიების გაზიარებისთვის შეგვეწყო ხელი, რომლებიც გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნისენერგეტიკული დღის წესრიგის წინსვლისთვის, “ - განაცხადა GREDA- აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ. მან, ასევე,  ფორუმის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა, -ღონისძიება ყოველწლიურ სახეს მიიღებს და დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება მსოფლიო ენერგეტიკულ აქტივობებს შორის”.