აპრილში თბილისში 2705 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 23.4%-ით ნაკლები მონაცემია. გაყიდვები შემცირდა ყველა ტიპის უძრავ ქონებაზე, როგორც ახალაშენებული, ასევე ძველ პროექტებზე. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
„23 აპრილის მონაცემებით ბაზრის ძირითადი მახასიათებლები შემდეგი იყო:
- გაყიდვები ზომის მიხედვით - ყველაზე გავრცელებული იყო საშუალო ზომის (51-80 მ2) ბინების გაყიდვები;
- გაყიდვები სეგმენტების მიხედვით – საშუალო მასშტაბის/ამაღლებული სეგმენტების წილი გაიზარდა;
- გაყიდვები უბნების მიხედვით - გაყიდვების უმეტესობა დაფიქსირდა საბურთალოზე (18.2%), მას მოსდევს დიდი დიღომი, სამგორი, გლდანი - რაც მთლიანი გაყიდვების 41.1%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
უძრავი ქონების ფასები აპრილში 31.1%-ით გაიზარდა წლიურად, თუმცა ლარის გამყარებამ შეამსუბუქა ზეწოლა მომხმარებლებზე, რადგან ლარში ფასები გაიზარდა წლიურად 7.9%-ით.
რაც შეეხება ბაზრის ზომას, ფასების მუდმივი ზრდის მიუხედავად, შემცირებულმა ტრანზაქციებმა გამოიწვია საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მთლიანი ზომის 176.4 მლნ აშშ დოლარამდე დაცემა, რაც წლიურად 16.8%-იან შემცირებას ნიშნავს.