რა უნდა გაკეთდეს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის ხელშეწყობისთვის, იმ ფონზე, როდესაც რეგიონში მიმდინარე ომი სექტორისთვის მძიმე გამოწვევად იქცა. ამ თემაზე „კომერსანტის“ ეთერში ექსპორტის განვითარების ასოციაციის გამგეობის წევრმა გვანცა მელაძემ ისაუბრა.
„მალფუჭებადი სურსათის ექსპორტიორებისთვის პირველ რიგში მისახედია ინფრასტრუქტურა. ის რომ ანაკლიის პორტი არ იქნება რამდენიმე წლის განმავლობაში ეს არის ნეგატიური ფაქტორი, ასევე ის რომ ქუთაისის აეროპორტის სატვირთო კარგო ტერმინალი დღემდე არ არის და არ ვიცით, როდის შეძლებენ დასავლეთის ფერმერები ავიაგადაზიდვით ნედლი პროდუქციის გაგზავნას.
სურსათის მთავარი პრობლემა არის დრო, კონკრეტულ ვადებშია კონკურენტული და სწრაფი რეაგირება და მენეჯმენტის გამართვა არის ის ფაქტორები, რომელიც ხელს შეუწყობს პრობლემების მოგვარებას,“ - განაცხადა გვანცა მელაძემ.