„აგრო მოტორსის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ყოლბაიამ „კომერსანტის თემის“ ეთერში სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების გამოყენების ტენდენცია შეაფასა.
მისი თქმით, საქართველოში უკვე ფეხს იკიდებს ევროპული, მაღალი ხარისხის ტექნიკა, რომელიც ნებისმიერი სახის მეურნეობას აძლევს საშუალებას შეამციროს ხარჯები და ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანური რესურსი.
“დღეს სოფლის მეურნეობა მექანიზაციის გარეშე არ არსებობს. საბედნიეროდ ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ ნებისმიერ ფერმერს სრულად შეუძლია თავისი მეურნეობა ბოლომდე გახადოს მექანიზაციაზე დამოკიდებული. დღეს ახალი ტექნოლოგიები ქართველ ფერმერს ეხმარება დაზოგოს დრო და შეამციროს საოპერაციო ხარჯები. საბედნიეროდ საქართველოში უკვე ფეხს იკიდებს ევროპული, მაღალი ხარისხის ტექნიკა, მათ შორის, ტრაქტორები.
ტრაქტორებს რომ თავი დავანებოთ, უკვე ის მისაბმელი ტექნიკა და სხვა მექანიზაციაც აქტიურად ჩაერთო სოფლის მეურნეობის სექტორში და დღეს უკვე მუშახელის აუცილებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი ნებისმიერ მეურნეობაში. ვიცით, რომ სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა მუშახელის დეფიციტია, რეალურად ტექნიკა კი იმის საშუალებას იძლევა, რომ საერთოდ აღარ ვიყოთ დამოკიდებული ადამიანურ რესურსზე“. - განაცხადა გიორგი ყოლბაიამ.