გასულ წელს საქართველოში 2,5 მილიონი აშშ დოლარის პრეზერვატივების იმპორტი განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებით, იმპორტმა 61 ტონა შეადგინა. უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: რუსეთი, ლატვია და გერმანია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის მონაცემები 2022 წლის მონაცემებისგან მნიშვნელოვნად არ  განსხვავდება - 2022 წელს ქვეყანაში 2,45 მილიონი ტონა პრეზერვატივის იმპორტი განხორციელდა.

ამასთან, შემცირდა ექსპორტი - 2023 წელს ეს მაჩვენებელი 13,4 ტონა იყო (მილიონ დოლარზე ოცნავ მეტი), სულ საქსტატის მონაცემებში ორი საექსპორტო ბაზარი ფიგურირებს - სომხეთი და ბელორუსი.

წინა წელს მაჩვენებელი 23,75 ტონას შეადგენდა (1,8 მილიონი დოლარი).

წყარო: jandacva.ge