შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდება. მთავრობის დადგენილებით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას (სეს ესნ-ის 1701 91 000 00, 1701 99 100 00 და 1701 99 900 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციებში კლასიფიცირებული შაქრის შემთხვევებში) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმება 1 კილოგრამზე 40 თეთრით განისაზღვრა, ანუ ყოველი 1 ტონა შაქრის იმპორტის გადასახადი 400 ლარი იქნება.

დადგენილება, რომელიც მთავრობამ 10 ნოემბერს მიიღო, ძალაში შედის 20 ნოემბრიდან და იმოქმედებს 2024 წლის 1 ივლისამდე.

გამონაკლისია შაქარზე გაცემული პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატ EUR.1-ის ან წარმოშობის დეკლარაციის საფუძველზე საგადასახადო შეღავათის გამოყენების შემთხვევები.

ამასთან, დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ შაქრის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებაზეც, რომლის საზღვაო გზით ტრანსპორტირება დაიწყო ამ დადგენილების გამოქვეყნებამდე.

bm.ge