სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა. ხოლო წინასწარი მონაცემებითვე, 2024 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი 9.8%-ია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • მშენებლობა;
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება;
  • ვაჭრობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის სექტორში.