საქართველოსთან შედარებით, სომხეთში საშუალო ხელფასი $136-ით, ხოლო რუსეთში $15-ით მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას Numbeo ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის მონაცემების მიხედვით, რეგიონში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ხელფასი სომხეთშია – $623. მეორე ადგილზეა რუსეთი $502-ით, ხოლო მესამეზე საქართველო $487-ით.
ექვსეულში ყველაზე დაბალი საშუალო ხელფასი ირანსა და აზერბაიჯანშია, შესაბამისად $271 და $372.

„საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა. 2023 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების - 2 053.4 ლარით განისაზღვრა.