საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ზრუნვაზე დღეში 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ISET-ი იტყობინება.

ორგანიზაციის  ცნობით, საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოც. მომსახურება) 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს.

„ტექნიკური განათლება ხელს უწყობს ქალების მაღალანაზღაურებად სექტორებში დასაქმებას, რაც საბოლოოდ ქალების ეკონომიკურ გაძლიერებაზე აისახება“,- განმარტავს ISET-ი.

ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეში ქალთა და კაცთა ჩართულობის ბალანსი მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში არსებულ დისბალანსს კი, ორგანიზაციის რეკომენდაციით, დააბალანსებს ქალების მეტი ჩართულობა შრომის ბაზარზე, რაც, თავის მხრივ, ბუნებრივად გაზრდის აუნაზღაურებელ საოჯახო შრომაში კაცების ჩართულობას.

მათივე ცნობით, საქართველოში საქართველოში კაცების დასაქმების დონე 43%-ით მაღალია, ვიდრე ქალების.