რევაზ სოხაძე - აბასთუმანის განვითარებისთვის გასაკეთებელი საქმის მხოლოდ ნაწილია შესრულებული და ვგეგმავთ სამომავლოდ სამუშაოებს
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აზერბაიჯანს შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოებისა და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარება სურს.
State Of Play: ამის შესახებ გამოცემა Axios-სთან ინტერვიუში ვაშინგტონში აზერბაიჯანის ელჩმა ხაზარ იბრაჰიმმა განაცხადა - მისი თქმით, უკვე დაწყებულია ორმხრივი კომისიების ორგანიზება.
"ჩვენ ვმუშაობთ ურთიერთობების გაღრმავება ყველა მიმართულებით: ეკონომიკა, ენერგეტიკა, თავდაცვა, განათლება, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი"- ამბობს იბრაჰიმი.
ელჩის თქმით, ბაქო მზად არის ახალი ფურცლისთვის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში - ამავე ინტერვიუში ელჩმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დონალდ ტრამპს და აღნიშნა, რომ ამერიკელი პრეზიდენტი "101%-ით" იმსახურებს ნობელის პრემიას მშვიდობის დარგში.
იბრაჰიმმა ასევე აღნიშნა სტივ უიტკოფის განსაკუთრებული როლი სამშვიდობო შეთანხმებაში - დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ბაქოს მიმდინარე წლის მარტში ეწვია.
Big Picture: 9 აგვისტოს თეთრ სახლში საგანგებო ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ.
ამავე შეხვედრაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთის გვერდის ავლით ზანგეზურის სახმელეთო დერეფნის გახსნის შესახებ.
სატრანზიტო კორიდორის სახელწოდება შემდეგნაირად ჟღერს - ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და აყვავებისთვის (Trump Route for Internation Peace and Prosperity) შემოკლებით - TRIPP.
შეთანხმების მიხედვით, ახალ სატრანზიტო კორიდორზე ექსკლუზიურ უფლებებს აშშ სომხეთისგან განგრძობადი (50 წლამდე) ვადით მიიღებს.
Сontext: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რუსეთის შუამავლობის გარეშე მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება რუსეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული მარცხი იქნება- 2020 წლის 9 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მიხედვით, ზანგეზურის კორიდორის გახსნის შემთხვევაში უსაფრთხოებას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (FSB) უზრუნველჰყოფდა.
ამგვარად სამშვიდობო შეთანხმებისა და კორიდორის ამოქმედების შემთხვევაში სომხეთი ე.წ. შუა კორიდორში ინტეგრირდება, რომლითაც ჩინეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ევროპას რუსეთის გვერდის ავლით დაუკავშირდებიან.