საქართველოში ავოკადოს იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 1 268.5 ათასი დოლარის ღირებულების 468.7 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 327.4 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, წელს ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 43%-ით გაიზარდა.

მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 48% თურქეთიდან შემოვიდა.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს:

  • თურქეთი - 226.2 ტონა;
  • ნიდერლანდები - 144.5 ტონა;
  • ისრაელი - 56.4 ტონა;
  • ლიბანი - 40.9 ტონა;
  • უგანდა — 0.7 ტონა;

businessinsider.ge