„მე როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები, პირველი, ის რომ, საქართველოში არ გვაქვს კვალიფიკაცია, ადამიანური რესურსი. ამიტომ, ჩვენ, მთავრობასთან ერთად ამაზე უნდა ვიმუშაოთ“,- ამის შესახებ თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური საბჭოს და საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ განაცხადა.

„მე, როგორ წარმოშობით ქართველს, ბიზნესმენს, შემიძლია გითხრათ, რომ კი, შეიძლება ჩვენ გვინდა, საქართველოდან უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს, თურქეთიდან უფრო მეტია იმპორტი.

მე ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ უფრო მეტი უცხოური ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ცოტა სხვა სფეროებში გაკეთდეს ინვესტირება.

მე, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე, ვამბობ, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები, პირველი, ის, რომ, საქართველოში არ გვაქვს კვალიფიკაცია, ადამიანური რესურსი. ამიტომ, ჩვენ, მთავრობასთან ერთად, ამაზე უნდა ვიმუშაოთ. იმიტომ, რომ ინვესტორმა საქართველოში ინვესტიცია რომ განახორციელოს, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვყავს კონკრეტულ სფეროებში გამოცდილი ადამიანები. სამწუხაროა, რომ ქართველები გარბიან საქართველოდან, მე მოვუწოდებ თითოეულ ქართველს, რომ დაბრუნდნენ სამშობლოში, ისევ ქართველი ინვესტორები არიან, რომლებიც სხვა ქვეყანაში აკეთებენ ინვესტიციას და ეს გააკეთონ თავის ქვეყანაში.

პანდემიამ ჩვენ გვაჩვენა, რომ ჩვენი პროდუქცია უნდა გვქონდეს. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს (სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ ერთად) და ჩვენც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა პროდუქციაზე, რომ მეტი პროდუქტი გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ ამისთვის გვჭირდება უფრო მეტი ადამიანური რესურსი და კვალიფიკაცია“,- განაცხადა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.

bpn.ge