საქართველოსა და უზბეკეთს შორის საერთაშორისო სატვირთო ავტოგადაზიდვებში ელექტრონული ნებართვების სისტემა (E-Permit) ამოქმედდა, რაც გადამზიდავებისთვის ნებართვების გაცემის პროცესის დაჩქარებასა და გამჭვირვალობის გაზრდას ითვალისწინებს.
უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სისტემის დანერგვა საქართველოსთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელდა. E-Permit-ის საშუალებით სატვირთო გადამზიდავები ნებართვებს ელექტრონული ფორმით მიიღებენ, რაც ქაღალდის დოკუმენტების გამოყენებას და პროცესში ადამიანური ფაქტორის გავლენას შეამცირებს.
ციფრულ სისტემაზე გადასვლა შეეხება საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივ და სატრანზიტო გადაზიდვებს, ასევე მესამე ქვეყნებში და მესამე ქვეყნებიდან განხორციელებულ გადაზიდვებს.
უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ახალი მექანიზმი ხელს შეუწყობს ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების შემცირებას და ეროვნული გადამზიდავებისთვის უფრო სწრაფი და გამჭვირვალე გარემოს შექმნას.
E-Permit-ის დანერგვის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველომ და უზბეკეთმა შავკატ მირზიოევის საქართველოში ვიზიტის დროს, ივლისის დასაწყისში მოაწერეს ხელი. ვიზიტის ფარგლებში ქვეყნებმა საბაჟო საკითხებში ადმინისტრაციული დახმარების შესახებ შეთანხმებაც გააფორმეს.
უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მახკამოვის განცხადებით, ქვეყნები სრულად ელექტრონულ გაცვლაზე გადასვლას, მათ შორის მესამე ქვეყნებთან დაკავშირებულ გადაზიდვებში, გეგმავენ. მისი თქმით, ეს დროს დაზოგავს, გაზრდის გამჭვირვალობას და გადამზიდავებისთვის პროცესს გაამარტივებს.
საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე მიუთითებს ისიც, რომ უზბეკეთის ავტოგადამზიდავების 60%-ზე მეტი ტვირთების ტრანსპორტირებას საქართველოს გავლით ახორციელებს.
ამასთან, თბილისსა და ტაშკენტს შორის მიღწეულია შეთანხმება სარკინიგზო გადაზიდვებზე შეღავათების გაფართოებისა და საქართველოს საზღვაო პორტებში ექსპედიტორი კომპანიების კონსორციუმის მიერ ინფრასტრუქტურის შექმნის შესახებ.
საქართველოსთვის E-Permit-ის ამოქმედება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა უზბეკეთიდან და ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიმავალი სატვირთო ნაკადებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო რგოლს წარმოადგენს. ახალი ციფრული სისტემა ამ მიმართულებით გადაზიდვების ადმინისტრირებას და საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის გამოყენებას კიდევ უფრო გაამარტივებს.
საქართველოსა და უზბეკეთს შორის საერთაშორისო სატვირთო ავტოგადაზიდვებში ელექტრონული ნებართვების სისტემა (E-Permit) ამოქმედდა
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ტყუილია ინფორმაცია თითქოს 24 საათში საზღვარი რუსეთის 20 000-მა მოქალაქემ გადმოკვეთა - შსს
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ, დავუფიქსირე, რომ არ ვაპირებდი პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ შემომითვალეს, რომ რჩებოდა 1%-იანი რისკი და აუცილებელი იყო კორუფციული ბრალის წარდგენა და მისი აღიარება - ირაკლი ღარიბაშვილი
პოლონეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაოდ შესვლის წესები გაამკაცრა - ვიზა სავალდებულო ხდება
თითოეული სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს – ირაკლი კობახიძე