„საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ერთდროულად ჩინეთთან და ევროკავშირთან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართულ პროდუქციას შეუძლია მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე შევიდეს.
„საერთო ჯამში, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი 45 ქვეყანასთან (მათ შორის ევროკავშირის 27 სახელმწიფოსთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, თურქეთთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან) და კიდევ ბევრი გვაქვს მოლაპარაკების ფაზაში.
შესაბამისად, საქართველოს პროდუქციას შეუძლია მსოფლიო სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ზე შევიდეს არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც დაახლოებით 2.3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარს წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.