ოქროს ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულ მაჩვენებელზეა. 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოდან დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (66 891 მლნ დოლარი) შედარებით 13.7%-ით გაიზარდა და 76.107 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2014 წლიდან მოყოლებული. (საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემები სწორედ მაგ პერიოდიდან იძებნება).
რაც შეეხება ღირებულება, საქართველოდან ნახევრად დამუშავებული ან დაუმუშავებელი ოქროს საშუალო ფასი წელს 54 362 დოლარს შეადგენდა, გასული წელს კი 39 347 დოლარს. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის 8 თვეში ქვეყნიდან გავიდა 1.4 ტონა ოქრო, წინა წელს კი 1.7 ტონა.
აღსანიშნავია, რომ სხვა წლების ანალოგიურად, წელსაც საქართველოსთვის დაუმუშავებელი ოქროს ტრადიციული სარეალიზაციო ბაზარი შვეიცარია, სადაც 8 თვის განმავლობაში 68.937 მლნ დოლარის ოქრო გავყიდეთ. 6.032 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა თურქეთში, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 1.137 მლნ დოლარის.