2025 წელს საქართველომ ადგილობრივი ნავთობის ექსპორტი წლიურად თითქმის 4-ჯერ გაზარდა, - ინფორმაციას ამის შესახებ „საქსტატი“ აქვეყნებს.

„საქსტატის“ თანახმად, გასული წლის განმავლობაში ექსპორტირებული იყო 79.5 მილიონი დოლარის ღირებულების 151.7 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები.

2024 წელს ადგილობრივი ნავთობპროდუქტების ექსპორტი მხოლოდ $19.8 მილიონს, 2023 წელს კი $20.7 მილიონს შეადგენდა. 

გასულ წელს ყველაზე მეტი, 24 მლნ დოლარის, ნავთობი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავიდა, 19.5 მლნ დოლარის - მალტაში, ხოლო გიბრალტარში 13.1 მლნ დოლარის ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა.