2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 876 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 24%-ით აღემატება, - ამის შესახებ "კომერსანტს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, გასულ წელს 47%-იანი (92,7 მლნ აშშ დოლარი) ზრდა დაფიქსირდა სპირტიანი სასმელების, 25 %-იანი (32,2 მლნ აშშ დოლარი) - მინერალური და მტკნარი წყლების,  27%-იანი (30 მლნ აშშ დოლარი) - უალკოჰოლო გაზიანი სასმელების და 7%-იანი (17 მლნ აშშ დოლარი) - ღვინის ექსპორტის მაჩვენებლებში. 

მათივე დათვლით, 2024 წელს სპირტიანი სასმელების ექსპორტის ღირებულებამ 288,6 მლნ აშშ დოლარი, მოცულობამ კი, 47,9 მლნ ლიტრი შეადგინა; მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის ღირებულება 163,8 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა - 254 მლნ ლიტრი; ღვინის ექსპორტის ღირებულება - 276 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა - 94.7 მლნ ლიტრი; უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტის ღირებულება - 139,1 მლნ აშშ დოლარი, მოცულობა კი, 150 მლნ ლიტრი იყო. 

უწყების განმარტებით, რომ უალკოჰოლო გაზიან სასმელებზე საექსპორტო ფასი წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარა და ლიტრზე 0.93 დოლარი შეადგინა.