ბოლო წლებში რეექსპორტის მარკეტზე ორი ქვეყანა, ყირგიზეთი და ყაზახეთი დომინირებს. აღსანიშნავია რომ ყაზახეთში ბევრად დაბალი რეექსპორტის საშუალო ფასი ფიქსირდება ვიდრე ყირგიზეთში, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ახალ კვლევაშია აღნიშნული.

„თიბისი კაპიტალის“ საქართველოს ავტოინდუსტრიის 9 თვის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის პირველ 10 თვეში იმპორტი 5%-ით, ხოლო რეექსპორტი 13%-ით გაიზარდა.