საქართველოდან თხილის ექსპორტი 13%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 146 328.6 ათასი დოლარის ღირებულების 16 897.0 ტონა თხილი და სხვა კაკალი გაიტანა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტი 15 007.1 ტონა იყო.

საქართველოში მოყვანილი თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი იტალიაა, სადაც ყველაზე მეტი რაოდენობით ქართული თხილი და სხვა კაკალი იყიდება.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო თხილის ექსპორტს ახორციელებს: 

  • იტალია - 3 470.0 ტონა;
  • ესპანეთი - 1 950.3 ტონა;
  • რუსეთი - 1 142.6 ტონა;
  • გერმანია - 1 094.7 ტონა;
  • საფრანგეთი - 1 046.7 ტონა;

businessinsider.ge