მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამში 237 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე, საიდანაც 68% რუსეთზე მოდის. 2024 წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით არის გაზრდილი.
იანვარ-ოქტომბერში ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრების რეიტინგი:
- რუსეთი - 161 მლნ დოლარი;
- პოლონეთი - 13 მლნ დოლარი;
- უკრაინა - 10 მლნ დოლარი;
- ყაზახეთი - 8.6 მლნ დოლარი;
- ჩინეთი - 7.5 მლნ დოლარი;
- აშშ - 6.4 მლნ დოლარი;
- ბელარუსი - 6.1 მლნ დოლარი;
- გერმანია - 5 მლნ დოლარი;
- ლატვია - 3.2 მლნ დოლარი;
- ლიეტუვა - 1.9 მლნ დოლარი;