საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  ქართული ჩაის (ჩაი, არომატიზებული ან არაარომატიზებული) ექსპორტი, ბოლო ხუთ წელიწადში 1,4-ჯერ შემცირდა.

2023 წლის იანვარ-დეკემბერში ექსპორტზე გავიდა 1522.33 ტონა ჩაი (2 249 220 აშშ დოლარის),  მაშინ როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 2 099.27 ტონა (4 402 830 აშშ დოლარი) შეადგინა.  

საქართველოდან ექსპორტირებული ჩაის რაოდენობის მიხედვით მონღოლეთი ლიდერობს, თანხობრივად კი თურქეთი და აზერბაიჯანი.

TOP 3 ექსპორტიორი ქვეყანა ბოლო 5 წლის მონაცემების მიხედვით:

2019

მონღოლეთი - 549.52ტ ($268 910) ; თურქეთი - 434.17ტ ($1 085 430); ყაზახეთი - 374.21ტ  ($188 070)

2020

მონღოლეთი - 726.61ტ ($335 560); თურქეთი - 545.98ტ ($1 803 600); ყაზახეთი - 327.64ტ ($137 820);

2021

მონღოლეთი - 899.49ტ ($492 440); ყაზახეთი - 441.22ტ ($176 490); აზერბაიჯანი - 335.97ტ ($2 290 480)

2022

მონღოლეთი - 755.34ტ ($492 020); ყაზახეთი - 480.63ტ ($264 630); უკრაინა - 328.23ტ ($653 740)

2023

მონღოლეთი - 582.93ტ ($456 570);  ყაზახეთი - 377.93ტ ($214 940); თურქეთი -  186.88ტ ($556 880)