2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 990 მილიონი დოლარის ღირებულების 51 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 267%-ით მეტი იყო. რეექსპორტზე გასული მანქანების უდიდესი ნაწილი მეორადია, ხოლო ერთეულის საშუალო ფასი $19 ათასი იყო.
2023 წლის 6 თვის მდგომარეობით ავტოექსპორტი ქვეყნების მიხედვით, ასე ნაწილდება:
1) ყირგიზეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 5,840
2) ყაზახეთი - $236 მლნ, მანქანების რაოდენობა 13,916
3) აზერბაიჯანი - $226 მლნ, მანქანების რაოდენობა 14,206
4) სომხეთი - $185 მლნ, მანქანების რაოდენობა 10,235
5) რუსეთი - $53 მლნ, მანქანების რაოდენობა 3,786