გამოვლინდა სავაჭრო პროდუქტები, საქართველოდან ყაზახეთში მომგებიან ფასად იმპორტის მაღალი პოტენციალით - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოტენციურად მომგებიანი სავაჭრო პროდუქტების გამოსავლენად გაანალიზდა ორი ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტის მონაცემები. სწორედ ამის საფუძველზე იდენტიფიცირდა პროდუქტები, რომლებიც ხასიათდება საქართველოდან ყაზახეთში მომგებიან ფასად იმპორტის მაღალი პოტენციალით. იდენტიფიცირებული პროდუქტების ნაწილით ვაჭრობა უკვე მიმდინარეობას, თუმცა მათი სავაჭრო პოტენციალი არ არის ბოლომდე გამოყენებული.
პროდუქტები, რომლებიც ყაზახეთში გადის, თუმცა მათზე მოთხოვნა მზარდია და პოტენციალი ბოლომდე ათვისებული არ არის: მინერალური წყალი, წყალსათბობები, ბამბის მაისურები, ხილის წვენი, ბლუზები, სურნელოვანი ნივთიერებები, ხალიჩები, დამუშავებული ნუში და ფისტა, ღუმელები, ცქრიალა ღვინო, არათვითმავალი სატრანსპორტო საშუალებები, სურნელოვანი ნივთიერებები კვების მრეწველობაში გამოსაყენებლად, ალუმინის ღრუ პროფილები, ნატრიუმი ციანიდები, მწვანე ჩაი, შარვლები.
საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტისთვის მომგებიანი ახალი სავაჭრო პროდუქტები:გრეიპფრუტი, ღორის ხორცი, ავტომობილი ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით 3000 სმ3-ზე მეტი, სათესლე სიმინდი, სილიციუმიანი ქვიშა და კვარციანი ქვიშა, ელექტროსამართებლები, ბიუსტჰალტერები, კამერის ლინზები, სათხიმალურო ტანსაცმელი, ტორფი, ფორთოხალი, ტომრები, სითხეები, შიგაწვის ძრავების საწვავისა და ზეთების გასაფილტრი, სარეცხი მანქანები, საღეჭი რეზინი, სმენის აპარატების ნაწილები, ბეტონსატუმბები, კოლგოტები, ცხოველების საკვები, სატრანსპორტო საშუალებების სრული მასით არა უმეტეს 5 ტ-სა, გუთნები, ვაშლის წვენი, სანიტარულ-ჰიგიენური საფენები, დაბეჭდილი ბამბის ქსოვილები, ქვა, ლიმონი.