საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში $13 649 500-ის 33,939.19 ტონა ხახვის ( ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვისმაგვარი ბოსტნეული) იმპორტი განხორციელდა.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მთავარი იმპორტიორი ქვეყნები რუსეთი და აზერბაიჯანი არიან.

Numbeo.com-ის მონაცემების მიხედვით, (გამოკვლეული 95 ქვეყნიდან) 1 კგ ხახვი ყველაზე ძვირი ამერიკაშია, ყველაზე იაფი კი თურქეთში. 

გთავაზობთ ყველაზე ძვირიან და ყველაზე იაფიან ქვეყნებს ხახვის ფასის მიხედვით:
 

5 ქვეყანა, სადაც 1 კგ ხახვი ყველაზე ძვირია:

1. შეერთებული შტატები  1 კგ ხახვი 8,05 ლარი
2. სამხრეთ კორეა  1 კგ ხახვი 7,86 ლარი
3. კანადა  1 კგ ხახვი 7.02 ლარი
4. შვეიცარია  1 კგ ხახვი 6,95 ლარი
5. ჰონგ კონგი (ჩინეთი)  1 კგ ხახვი 6,94 ლარი

5 ქვეყანა, სადაც 1 კგ ხახვი ყველაზე იაფია:

რუსეთი                        1 კგ ხახვი                            1.24 ლარი

ალჟირი                       1 კგ ხახვი                            1.22 ლარი

უზბეკეთი                     1 კგ ხახვი                            1,15 ლარი

ინდოეთი                     1 კგ ხახვი                            1.08 ლარი

პაკისტანი                    1 კგ ხახვი                           1.08 ლარი

თურქეთი                     1 კგ ხახვი                           1.01 ლარი

ცნობისთვის, ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველოში 1კგ ხახვის ღირებულება 2.26 ლარია. (ამ მონაცემებით, ქვეყანა 72-ე ადგილს იკავებს)